ფეხბურთი

10:43 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუანმა ლეოს დაუძახა

არგენტინული „ესტუდიანტესის“ დირექტორთა საბჭოს მმართველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესი თავის კლუბში მიიწვია. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ შიდაარეულობის გამო, ლეომ, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ვერონი და მესი 2005-10 წლებში ერთად თამაშობდნენ არგენტინის ნაკრებში.

„თუ ჩვენთან გადმოსვლას მოისურვებ, 10 ნომრიანი მაისურა გარანტირებული გაქვს. მართალია, „ბარსელონას“ გარეშე ლეო ნაკლებად წარმომიდგენია, მაგრამ ამას დღეს ვამბობთ, რა იქნება ხვალ, არავინ იცის. რეალობა ასეთია - ლეო ერთადერთია, ვინც თავის მომავალზე და ქმედებებზე აგებს პასუხს.“ - თქვა Fox Sports-ის ეთერში ვერონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12389