ფეხბურთი

10:17 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ევერტონის“ დარი გუნდი ევროთასებზე უნდა თამაშობდეს“

პრემიერლიგის 33-ე ტურში, „ტოტენჰემთან“ დამარცხების შემდეგ (0:1), „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს ევროთასებზე მოხვედრის შანსი კიდევ აქვს.

„ბევრჯერ უაზროდ დავკარგეთ ბურთი დღევანდელ მატჩში. უკეთ გარჯაც შეგვეძლო. ცოტა არც გაგვიმართლა. „ტოტენჰემს“ ბევრი მომენტი არ ჰქონია, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი უკეთესი იყო. ბურთსაც მეტად ვაკონტროლებდით. ვაგრძელებთ ბრძოლას. მთავარია, მენტალიტეტი შევიცვალოთ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ.

ევროთასებზე მოხვედრა? რატომაც არა, შანსი კიდევ გვაქვს. საერთოდ, „ევერტონის“ დარი გუნდი, ევროტურნირებში უნდა მონაწილეობდეს.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115272