ფეხბურთი

2:34 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უიშვიათესი ისტორია: "სევილიას" თავდამსხმელმა მეკარეს გოლი არ გაატანინა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგაში უცნაური ამბავი მოხდა, ყოველშემთხვევაში ხშირად რომ არ ხდება ისეთი. „სევილიამ“ „ეიბარი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ლუკას ოკამპოსმა გაიტანა.

ცხადია, ამაში განსაკუთრებული არაფერია, განსაკუთრებული ამის შემდეგ განვითარებული მოვლენებია. ოკამპოსმა 56-ე წუთზე მარკო დიმიტროვიჩის კარი აიღო და როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის მიწურულს, როდესაც „სევილიას“ ყველა შეცვლა გამოყენებული ჰქონდა, ჩეხი მეკარე ტომაშ ვაცლიკი დაშავდა და კარში სწორედ ოკამპოსი ჩადგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი არგენტინელის და დიმიტროვიჩი მორიგი დუელი შედგა, ოღონდ ყველაფერი პირიქით მოხდა.

დიმიტროვიჩი საკუთარი გუნდის გადასარჩენად მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ოკამპოსმა აუღო. მეკარეს თავდამსხმელმა არ გაატანინა - მართლა იშვიათი ისტორიაა.

„მეკარეების მწვრთნელმა მითხრა, რომ კარიდან არ გამოვსულიყავი და ძელებს შორის დავრჩენილიყავი. მეც დავრჩი და ბურთი მოვიგერიე“, - თქვა მატჩის გმირმა არგენტინელმა.

0.117529