ფეხბურთი

1:22 | 7.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლორისმა და სონმა მოედანზე იჩხუბეს (+VIDEO)

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებმა უგო ლორისმა და სონ მინ-ჰონმა მოედანზე იჩხუბეს. დაპირისპირება „ევერტონთან“ (1:0) პირველი ტაიმის ბოლო მოხდა, როდესაც ფეხბურთელები გასახდელში შედიოდნენ.

ლორისი ძალიან გაბრაზებული იყო და სამხრეთ კორეელი თანაგუნდელისკენ ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად გაეშურა, მაგრამ სხვა თანაგუნდელები საქმეში დროულად ჩაერივნენ. სონი დაუყოვნებლივ გასახდელში გაეშურა, ფრანგი კიპერი კი ყვირილს აგრძელებდა.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, შესვენებამ ფეხბურთელებზე კარგად იმოქმედა და შერიგდნენ, რადგან გვირაბში დააფიქსირეს კადრი, რომელშიც ლორისი სონს ჩაეხუტა.

"რაც ჩემსა და სონს შორის მოხდა, მხოლოდ ისაა, რაც ზოგჯერ ფეხბურთის ნაწილია", - თქვა ნამატჩევს უგო ლორისმა.

0.115029