ფეხბურთი

14:34 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ორი წლის წინ "რეალს" უარი ვუთხარი"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, ორი წლის წინ მადრიდის „რეალი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ უარი უთხრა და „იუვენტუსში“ გააგრძელა მუშაობა.

„იტალია თუ უცხოეთი? არ მაინტერესებს სად იქნება ახალი სამუშაო ადგილი. ვეძებ კლუბს, სადაც პროეტს გავიზიარებთ, რომელსაც ექნება კონკურენციის ამბიციის სურვილი. „იუვე“? ეს გუნდი აშენებულია მხოლოდ გამარჯვებისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, მომავალ წლებშიც გააგრძელებს გამარჯვებას.

„მილანი“? სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არასაკმარისი საქმე კეთედება. „მილანს“ ძლიერი და უწყვეტი პროექტი სჭირდება, გუნდის ყოველწლიურად შეცვლა არ იძლევა მისი განვითარების შესაძლებლობას.

ორი წლის წინ „რეალთან“ კონტაქტი მქონდა, მაგრამ არაფერი მომხდარა, რადგან „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მაკავშრებდა. განსაკუთრებული ზნეობრივი ვალდებულება მქონდა კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ 2014-2019 წლებში მუშაობდა. ბოლო ერთი წელია კი უმუშევარია.

0.139464