ფეხბურთი

0:52 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "მწვრთნელობას დიდხანს არ ვაპირებ"

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში კარიერა დაასრულოს. გერმანელის განცხადებით, „წითლებთან“ ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ არ იცის გააგრძელებს თუ არა საქმიანობას.

„არ მაქვს გეგმა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2024 წელს). როდესაც მწვრთნელობა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: „ახლა 25 წელი მძიმე მუშაობა გელოდება“. „მაინცში“ 7.5 წელი ვიყავი, „დორტმუნდში“ 7 წელი და როდესაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი ამომეწურება, ჩემი სამწვრთნელო კარიერის დაწყებიდან 23 წელი და 6 თვე იქნება გასული. გარკვეულ ასაკში ჩემს თავს სამწვრთნელო სკამზე ვერ ვხედავ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპმა „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და ნანატრი პრემიერლიგა მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122152