ფეხბურთი

0:02 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეპიზოდებში ბევრი ხარვეზი ჰქონდა" - სლუცკის დავითაშვილის თამაში არ მოეწონა

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი „ორენბურგთან“ ზურიკო დავითაშვილის თამაშიც კმაყოფილი არ დარჩა. რუს სპეციალისტს ჩვენებურის თამაშის შეფასება სთხოვეს, რაზეც სლუცკიმ ცხადია პასუხი გასცა.

- როგორ აფასებთ დავითაშვილის თამაშს? რას ვერ გაუმკლავდა, რადგან შესვენების შემდეგ დაუყოვნებლივ შეცვალეთ?

- ბევრჯერ მითქვამს, რომ შეტევაში ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი ჯგუფი გვყავს. ისინი საკმაოდ არაპროგნოზირებადი მოთამაშეები არიან. დღეს ზურიკომ ვერ შეძლო შეტევაში სათანადოდ თამაში, ბევრი ხარვეზი იყო ეპიზოდებში, როდესაც ცოტა განსხვავებულად უნდა ეთამაშა. თანაც, ფეხბურთელმა, რომელმაც ზურიკო შეცვალა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, „რუბინთან“ დავითაშვილმა 57 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 1:0 დენის მაკაროვის გოლით დაამარცხა, რომელსაც საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.

0.11764