„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის ფაკუნდო პელისტრის შეძენა უნდა. „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა მზად არის 18 წლის ნახევარმცველში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.
Eurosport- ის თანახმად, „მანჩესტერი“ ურუგვაელტან და მის კლუბთან მოლაპარაკებას უახლოეს დღეებში გეგმავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფაკუნდო პელისტრის შეძენით მადრიდის „რეალიც“ არის დაინტერესებული.
ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი 2019 წელს „პენიაროლში“ ჰქონდა, რომლის შემადგენლობაშიც 23 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.