ფეხბურთი

11:44 | 5.07.2020 | ნანახია NaN - ჯერ

"თუ ჩვენთან მოვა, 10 ნომერს მივცემთ" - ვერონი მესის არგენტინაში ეპატიჟება

ხუან სებასტიან ვერონი მზადაა ლიონელ მესი „ესტუდიანტესში“ მიიწვიოს და 10-ნომრიანი მაისურიც გადასცეს. თუმცა, არგენტინელს ნაკლებად სჯერა, რომ ლეო „ბარსელონას“ დატოვებს.

„თუ მას აქ მოსვლა უნდა, 10 ნომერი მისი იქნება. მაგრამ, „ბარსელონასგან“ შორს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. სიმართლე ისაა, რომ მესის სურვილი მხოლოდ მესიმ იცის, დანარჩენებს კი წარმოდგენა შეგვიძლია“, - თქვა ვერონმა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:00 | 05.07.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მესი ბარსელონადან არ წავა შანსი სრაა

12:18 | 05.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

10 ნომერზე მეტს არაფერს პირდები?)))))სულ გამომზევდა ეს ხალხი.თქვე ჩემისებო მესი არგენტინაში დამბრუნებელი დიდი ხანი არაა კიდევ.რა დროს არგენტინაა ჯერ როცა კრისტინა ყავს მისაჯირყვნი?))))რომ არ არსებობდეს კრისტინასთან ბრძოლა მაშინ 2021-ში ნაღდად შეიძლებოდა წასულიყო არგენტინაში სათამაშოდ(ზიდანი საერთოდ ფეხბურთიდან წავიდა მაგ ასაკში რაშიც 2021-ში მესი იქნება)მაგრამ ახლა სანამ კრისტინა არ მოტყდება მანამდე გამორიცხული მგონია მესის არგენტინული ვოიაჟი.თუ დატოვებს ბარსას წავა სადმე ძლიერ გუნდში

12:40 | 05.07.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ჩემი აზრით იტალიაში წავა მესი ინტერში სავარაუდოდ მარა იუვეშI თU წავაიდა მერე ნახე

13:05 | 05.07.2020
ბაბუ პერესი (16691)

იუვე არ მგონია ჯიგარო უაზრო იქნება,აი ინტერი შეიძლება 2021-ში და თუ სკუდეტო მოაგებინა ინტერს საბოლოოდ ჩახდის პენოს)))))

0.072369
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}