ფეხბურთი

1:13 | 5.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაღი მანჩესტერი

პრემიერლიგაში ჩემპიონის ამბავი გაირკვა, ალბათ „სიტისაც“ არაფერი ემუქრება და მეორე პოზიციაზე დარჩება, აი, მე-3-4, ანუ საჩემპიონთალიგო ადგილებისთვის კი გვარიანი ბრძოლა გაჩაღდა. პრეტენდენტი ხუთია: „ლესტერი,“ „ჩელსი,“ „მანჩესტერი,“ „ვულვერჰემტონი“ და შესაძლოა, „არსენალიც.“

ყველაზე უხვგოლიანი მანჩესტერული შეხვერდა გამოდგა. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა მაყურებელი მართლაც ცოდვა იყო, სტადიონზე რომ ვერ შევიდა. „ოლდ ტრაფორდზე“ ერთობ ხალისიანი ბურთაობა გაჩაღდა და მეტოქეებმა ერთმანეთს 7 გოლი გაუტანეს.

გამოვარჩევდით ჭაბუკ მანჩეტერელ მეისონ გრინვუდს, რომელმაც დუბლი მიითვალა. ის მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე ახლოსაა უეინ რუნის რეკორდთან. 2003-04 წლების სეზონში, „ევერტონში“ თამაშისას, რუნიმ 9 გოლი გაიტანა და 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა. გრინვუდს კი უკვე რვა გოლი მოუგროვდა.

„ლესტერმა“ „კრისტალ პალასს“ 3:0 მოუგო. აქაც დაფიქსირდა დუბლი - მისი ავტორია ვარდი. თანაც, 33 წლის შემტევი „ლესტერის“ პირველი მოთამაშე გახდა, ვისაც პრემიერლიგაში 100 გოლი გაუტანია.

აი, „ვულვზმა“ კი ვერ ივარგა. ჩემპიონთა ლიგის საგზურის ეგზოტიკურმა მაძიებელმა, „არსენალს“ ვერაფერი მოუხერხა და მნიშვნელოვნად გაიუარესა სატურნირო სიტუაცია. არადა, მანამდე „მგლებს“ ზედიზედ რვა მატჩში არ წაეგოთ.

მოფერიანებულმა „არსენალმა“კი მიჯრით მეოთხედ გაიმარჯვა.

„ჩელსის“ „უოტფორდის“ დამარცხება არ გასჭირვებია და ისევ მეოთხე ადგილზე დარჩა, თუმცა, რამდენიმე საათით“მანჩესტერმა“ გადაუსწრო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 33-ე ტური. 4 ივლისი

ლესტერი - კრისტალ პალასი 3:0

ლესტერი. „კინგ პაუერი.“

1:0 იჰეანაჩო (49), 2:0, 3:0 ვარდი (77, 90+4)

ლესტერი: შმაიხელი, ჯასთინი, ჩილუელი (ბენეტი 46), სეიუნჯუ, ევანსი, ტილემანსი (ჩუდჰური 89), ოლბრაიტონი (ფუხსი 75), პერესი (ბარნსი (75), ნდიდი, ვარდი, იჰეანაჩო (პრატი 63)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

კრისტალ პალასი: გუაიტა, კეხილი, უორდი, ვან ანჰოლტი (მიტჩელი 83), სახო, მილივოევიჩი, აიუ, ზაჰა, მაკარტური (მაკარტი 69), რიდევალდი (კუაიატე 60), ბენტეკე (თაუნსენდი 82)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ჩილუელი (45+3), ოლბრაიტონი (50); მაკარტური (57)

მანჩესტერი - ბორნმუთი 5:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“

0:1 სტანისლასი (15), 1:1 გრინვუდი (29), 2:1 რაშფორდი (35 პენ), 3:1, მარსიალი (45+1), 3:2 კინგი (50 პენ), 4:2 გრინვუდი (54), 5:2 ფერნანდეში (59)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი (ბეიი 46), მაგუაირი, შოუ, ვან ბისაკა, პოგბა, რაშფორდი (იგალო 81), ფერნანდეში, გრინვუდი (ჯეიმსი 75), მატიჩი (ფრედი 67), მარსიალი (მატა 80)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

ბორნმუთი: რამსდეილი, აკე, სმიტი (სტეისი 77), რიკო, კელი, ლერმა, კუკი (უილსონი 66), სტანისლასი (გოსლინგი 66), ბრუკსი (გრუნველდი 46), კინგი, სოლანკე (ბილინგი 66)

მწვრთნელი: ედი ჰოუი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ლერმა (31)

ვულვერჰემპტონი - არსენალი 0:2

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ.“

0:1 საკა (43), 0:2 ლაკაზეტი (86)

ვულვერჰემპტონი: პატრისიუ, ბოლი, კოდი, საისი, დოჰერტი (ნეტუ 72), ნევეში, კასტრო, მოუტინიუ (გიბს-უაითი 89), დენდონკერი (ჟოტა 55), ხიმენესი, ტრაორე

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

არსენალი: მარტინესი, მუსტაფი, ლუისი, კოლაშინაცი, ტირნი (მეიტლენდ-ნაილსი 56), სებალიოსი (ტორეირა 83), სოარეში (ბელერინი 76), ჯაკა, ობამეიანგი, ნკეტია (ლაკაზეტი 83), საკა (უილკოკი 76)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: საისი (75), კოდი (84); ლუისი (32), მეიტლენდ-ნაილსი (79), ტორეირა (88), ჯაკა (90+1)

ჩელსი - უოტფორდი 3:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

1:0ჟირუ (28), 2:0 ვილიანი (43 პენ), 3:0 ბარკლი (90+2)

ჩელსი: კეპა, ჯეიმსი, ზუმა, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, კანტე (გილმორი 78), ბარკლი, მაუნტი (ჰადსონ-ოდოი 76) , ვილიანი (ლოფტუს-ჩიკი 76), ჟირუ (აბრაჰამი 76), პულიშიჩი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

უოტფორდი: ფოსტერი, მარიაპა, კაბასელე, დოუსონი, ფემენია (მასინა 64), კაპუ (უელბეკი 58), ჩალობა, სარი (პერეირა 83), დუკურე, ჰიუზი, დინი (კლევერლი 64)

მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: კაპუ (21), მარიაპა (49)

ნორვიჩი - ბრაიტონი 0:1

0:1 ტროსარი (25)

0.112226