ფეხბურთი

21:16 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვარდი - 100 პრემიერლიგური

„ლესტერის“ შემტევი, ჯეიმი ვარდი, კლუბის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 100 გოლი გაიტანა.

33-ე ტურში, „ლესტერმა“ შინ „კრისტალ პალასს“ 3:0 მოუგო. ვარდიმ დუბლი შეასრულა. 33 წლის ფორვარდის პირველი გოლი, ჯამში მე-100 გამოდგა მისთვის ინგლისის მთავარ ლიგაში - გვამცნობს Goal.

ეს „ლესტერისთვის“ პირველი გამარჯვებაა ბოლო ოთხ ტურში. ამჟამად ბრენდან როჯერსის გუნდს, ცხრილში 58 ქულით მესამე ადგილი უჭირავს.

0.11689