ფეხბურთი

19:56 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" "დინამოს" გაუთანაბრდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ოთხი ტურის შემდეგ „დინამო თბილისთან“ ერთად გორის „დილა“ ლიდერობს. შიდა ქართლელებმა მეოთხე ტურში თბილისში, საჩხერის „ჩიხურას“ ძალიან ადვილად მოუგეს.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა და ეს მთლიანად მიკოლა კოვტალიუკის დამსახურებაა. უკრაინელმა დუბლი შეასრულა და ნათელი გახდა, რომ „დილა“ გამარჯვებას მოიპოვებდა.

„ჩიხურასთვის“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და კინკილა ქულით ბოლო ადგილზეა. იმერლები დროზე თუ დაიწყებენ ქულების დაგროვებას, ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. „დილას“ კი 8 ქულა აქვს და სეზონის მშვენიერი სტარტი გამოუვიდა.

„ჩიხურა“ – „დილა“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (22), 0:2 კოვტალიუკი (38)

0.115555