ფეხბურთი

20:12 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ალკანტარას შეუთანხმდა

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, პირადი პირობები შეათანხმა „ლივერპულის“ ხელმძღვანელობასთან - გვამცნობს beIN Sports-ის ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი.

„ლივერპული“ ალკანტარაში 30 მილიონი ევროს (+5 მილიონი ბონუსები) გადახდას აპირებს. ტიაგოს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მხარეები აღარ აპირებენ მის გაგრძელებას.

ალკანტარა „ბარსელონას“ აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2008-13 წლებში იცავდა, საიდანაც მიუნხენურ კლუბში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ალკანტარამ 35 შეხვედრაში 3 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

0.109552