ფეხბურთი

16:47 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ "ტოტენჰემში" 20 მატჩიდან უფრო მეტი მარცხი განიცადა, ვიდრე "ჩელსიში" ორ სეზონში

ლონდონის „ტოტენჰემისთვის“ 2019-2020 წლების სეზონი ძალზე წარუმატებელი გამოდგა და ყველაფერი ისე მიდის, რომ „მამლები“ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავლენ.

საქმე ვერც მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელმა ჟოზე მოურინიომ გამოასწორა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელის თავკაცობით „ტოტენჰემმა“ 20 მატჩიდან 7 წააგო და ეს უფრო ცუდი შედეგია, ვიდრე ჟოზეს „ჩელსიში“ საწყის ორ სეზონში ჰქონდა.

2004-2006 წლებში მოურინიოს „ჩელსიმ“ მხოლოდ 6 მატჩი წააგო (76 თამაშიდან). ახლა კი „ტოტენჰემი“ 7-ჯერ დამარცხდა (სტატისტიკაში გათვალისწინებულია პრემიერლიგის შედეგები).

ასე, რომ არაა გამორიცხული სეზონის დასრულების შემდეგ მოურინიოს ახალი სამსახურის ძებნა ისევ მოუწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115099