ფეხბურთი

13:55 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" კვირკველიას გაყიდვა გადაწყვიტა - ნებისმიერ ფასად

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სოლომონ კვირკველიას გაყიდვა გადაწყვიტა. Championat-ის ინფორმაციით, კლუბი განიხილავს, როგორც გაყიდვის, ისე იჯარით გასხვისების ან საერთოდაც კონტრაქტის შეწყვეტის ვარიანტებს.

„ლოკომოტივს“ მისი შემცვლელებიც შერჩეული ჰყავს, ყველა მათგანი კვირკველიაზე ახალგაზრდები არიან, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია.

კვირკველია „რკინიგზელთა“ ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს და კლუბთან ერთად რუსეთში ყველა ტიტული მოიგო (107 მატჩი, 4 გოლი). მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირის ჩათვლით 8 თამაში ჩაატარა. ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულება 6.5 მილიონ ევროს შეადგენს.

კვირკველიას შესაძლო მომავალი კლუბების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ადრე კი „კრასნოდარს“, „როტორსა“ და „როსტოვს“ უკავშირებდნენ.

0.113537