"დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ლოკომოტივთან" (4:0) თამაში შეაფასა. ქართველი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილი დარჩა.
"კმაყოფილი ვარ მოგებით და ანგარიშით. შეხვედრის პირველ ტაიმში არერთი საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან, მომენტები როდესაც გვმართებდა ანგარიშის გახსნა. ღმერთის წყალობით მეორე ნახევარში გავიტანეთ გოლი, უფრო გაიხსნა თამაში და საბოლოოდ ოთხი გოლი გავიტანეთ. მადლობა ფეხბურთელებს მონდომებისა და პასუხისმგებლობსთვის. ასევე გულშემატკივრებს მადლობა, ისინი სტადიონის გარედან, ჩვეულად ბოლომდე გვამხნევებდნენ. სასიხარულოა, რომ ამ მოგებით პირველ ადგილზე ავინაცვლეთ. ვაგრძელებთ მუშაობას და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის", - ციტირებს "დინამოს" ვებგვერდი ჩხეტიანის სიტყვებს.
"დინამო თბილისს" ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.