ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი შესაძლოა ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ გავლენიანი Sky Sport-ი იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, ფლორენციელები სერიოზულად ფიქრობენ დე როსის მიწვევაზე და უკვე დაიწყეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
„ფიორენტინას“ ძალიან ცუდი სეზონი აქვს და ჯერ ვინჩენცო მონტელამ იმუშავა წარუმატებლად, ახლა კი ვერც ჯუზეპე იაკინი ახერხებს გუნდზე დადებითი გავლენის მოხდენას. დე როსის მწვრთნელობა გადაწყვეტილი აქვს და ეს ცოტა ხნის წინ საჯაროდ დაადასტურა.
დანიელემ კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულა, სამშობლოში კი მხოლოდ „რომას“ ღირსება დაუცავს.