ფეხბურთი

23:02 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" გალიდერდა

საქართველოს კრისტალებთ ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - „დინაო თბილისი“. კახა ჩხეტიანის გუნდმა აწ უკვე ყოფილ ლიდერ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში იქამდე უნდა გახსნილიყო, როდესაც გაიხსნა.

61-ე წუთზე დავით კობოურის შორეული დარტყმის შემდეგ მეკარე შეროზია შეცდა, ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და „დინამო“ დაწინაურდა. გოლმა მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთა, რასაც თორნიკე კაპანაძის პენალტი და თორნიკე კირკიტაძის ავტოგოლი მოჰყვა. სტუმართა რბევას წერტილი პენამბუკომ დაუსვა - 4:0.

„დინამო“ კორონავირუსის პაუზის შემდეგ დიდებულ ფორმაშია, ორი მატჩი მოიგო, 7 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია. სამაგიეროდ, სოსო ფრუიძის საქმეები „ლოკომოტივში“ კარგად არ დაიწყო, რადგან ორ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა. ახლა სატურნირო ცხრილს „დინამო თბილისი“ 8 ქულით ლიდერობს, ხოლო „ლოკომოტივი“ 7 ქულით მეორე ადგილზეა.

„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 კობოური (61), 2:0 კაპანაძე (72, პენ), 3:0 კირკიტაძე (ა.გ), 4:0 პერნამბუკო (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131718