ჩოგბურთი

20:13 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს ელენას კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. ნოვაკს და მის მეუღლეს კორონავირუსი Adria Tour-ის ჩატარების შემდეგ დაუდასტურდათ და ტესტი მას შემდეგ გაიკეთეს, რაც აღნიშნული ვირუსი ტურნირის მონაწილეს, გრიგორ დიმიტროს აღმოაჩნდა.

როგორც ჯოკოვიჩის გუნდის განცხადებაშია ნათქვამი, ნოვაკი და მისი მეუღლე ბოლო ათი დღის განმავლობაში თვით იზოლაციაში იყვნენ და პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა წესს იცავდნენ.

ჯოკოვიჩის მიერ წამოწყებული ადრიას ტური ბელგრადში მისსავე საჩოგბურთო კომპლექსში დაიწყო და მას რამდენიმე ცნობილი ჩოგბურთელი შეუერთდა. მატჩების შემდეგ, ფოტოები გავრცელდა თუ როგორ ეხუტებიან ჩოგბურთელები ერთმანეთს, თამაშობენ კალათბურთს და ერთად იღებენ ფოტოებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114029