ფეხბურთი

19:45 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰაკიმი მილანის "ინტერის" ფეხბურთელია

მაროკოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. როგორც მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა იტალიელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა Sky Sports-ის ინფორმაციით ჰაკიმის სანაცვლოდ "ნერაძურიმ" 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

ჰაკიმი "სამეფო კლუბის" აკადემიის აღზრდილია და ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით "დორტმუნდში" თამაშობდა. გერმანულ გუნდში აშრაფმა 73 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. მარჯვენა გარემარბმა ეროვნული გუნდის მაისურით 28 შეხვედრაში მიირო მონაწილეობა და თავი 2 გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 54 მილიონ ევროს შეადგენს.

0.112532