ერლინგ ჰოლანდმა დორტმუნდი „ბორუსიაში“ სათამაშო ნომერი შეიცვალა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი წერს, ნორვეგიელი ახალი სეზონიდან მე-9 ნომერი იქნება.
აქამდე ერლინგს „დოტმუნდში“ 17-ნომრიანი მაისური ეცვა. მის გარდა სათამაშო ნომრები ზაგადუმ (2-ის ნაცვლად 5 ნომერი იქნება) და მატეუ ხაუმემ შეიცვალეს (22-ის ნაცვლად 2 ნომერი).
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი „დორტმუნდს“ იანვარში შეუერთდა და 18 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.