კალათბურთი

23:39 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

დამსახურებული კონტრაქტი - "ბასკონიამ" ივანოვიჩს გაუხანგრძლივა

ესპანეთის ჩემპიონმა „ბასკონიამ“ დუშკო ივანოვიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. მას შემდეგ, რაც ვიტორიელებს მონტენეგროელმა ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოაპოვებინა, ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოსალოდნელიც იყო.

ივანოვიჩი „ბასკონიას“ 2020-2021 წლების სეზონში უხელმძღვანელებს. დუშკო ბასკურ კლუბში გასული წლის 24 დეკემბერს დაბრუნდა, როდესაც არც ისე სახარბიელო ვითარება იყო, მაგრამ ყველაფერი ტრიუმფით დაასრულა.

საერთოდ, ივანოვიჩი „ბასკონიას“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. სამჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი და ამდენჯერვე ესპანეთის თასი. მონტენეგროელი ვიტორიულ კლუბს 2000-2005, 2008-2012 და 2019 წლიდან წვრთნის. ხსენებულ პერიოდში ივანოვიჩის ხელმძღვანელობით "ბასკონიამ" 613 მატჩი ჩაატარა და 412 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118736