საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარმა ლიონელ მესის შესახებ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. ვეტერანმა ფრანგმა ანტუან გრიზმანის და მესის შესაძლო კონფლიქტზე ისაუბრა.
„რისი უნდა შეეშინდეს გრიზმანს, დაბალი და მეტრანახევრიანი აუტისტი მესის? თუ პრობლემა მესისთან აქვს, შეუძლია სახეში დაარტყას“, - თქვა დიუგარმა RMC Sport-თან.
მოგვიანებით ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდა სოციალური ქსელიდან მოუწია.
„გულწრფელად ვწუხვარ ჩემი განცხადებების გამო ლიონელ მესის შესახებ. არ მინდოდა აუტისტური აშლილობის მქონე პირების შეურაცხყოფა. ეს არ იყო ჩემი განზრახვა“, - დაწერა კრისტოფმა.