ფეხბურთი

21:44 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რატომ არ იყო გუნდთან?" - რუსი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ გია გრიგალავას კორონავირუსი აქვს

გია გრიგალავას კორონავირუს აქვს? ამის შესახებ ტელეგრამში ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი წერს. მას ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის XXV ტურში „ახმატთან“ (1:3) მატჩის განაცხადში არ იყო.

ეგოროვის განცხადებით, საინტერესოა მიზეზი, რატომ არ იყვნენ გუნდთან ერთად გრიგალავა და მწვრთნელი ვალერი კლიმოვი.

„მინდა მოვისმინო RPL-ის ოპერატიული შტაბის განმარტებები „არსენალის“ ორი წევრის შესახებ. გრია გრიგალავა არ იყო მწვრთნელის განკარგულებაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში და მას არ ჰქონდა დისკვალიფიკაცია. ერთი ვერსიით, კუნთის დაზიანება აქვს, მაგრამ ჩნდება კითხვა - რა აჩვენა მატჩამდე ჩატარებულმა კორონავირუსის ტესტმა? და, მეორე წევრი მწვრთნელი ვალერი კლიმოვია, რა პასუხი აჩვენა მისმა ტესტმა? ველოდებით პასუხებს“, - წერს ეგოროვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე გუნდში კორონავირუსის შემთხვევები ამ დრომდე ფიქსირდება. „არსენალში“ კი ეგოროვის ეჭვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

0.124195