ფეხბურთი

19:26 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძემ "დინამო" დატოვა

ლევან მჭედლიძემ „დინამო თბილისი“ დატოვა. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

„ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა „დინამო“ დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე „დინამოს“ გასული წლის შემოდგომაზე შეუერთდა და 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ისიც, უშუალოდ კონკურენტ, „დინამო ბათუმთან“ საგარეო დაპირისპირებაში და საკუთარი გუნდი წაგებისგან იხსნა.

მანამდე ლევანი „პალერმოსა“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა. სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125029