ფეხბურთი

15:25 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენმა „ბარსელონა,“ შესაძლოა, უახლოეს დღეებში დატოვოს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მდგომარეობა კლუბში კიდევ უფრო გაუარესდა. Marca-ს ცნობით, ფეხბურთელებს აღარ სურთ 61 წლის სპეციალისტის დამრიგებლად ხილვა.

სეტიენის თანაშემწის, ედერ სარაბიას ქცევამ კი სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის ხიდი ჩატეხა. მოგეხსენებათ, თანაშემწე მუდმუვად ცდილობს სეტიენის მაგიერ ზედმეტად იაქტიუროს, რაც ფეხბურთელებს არ მოსწონთ.

ახლა სეტიენის ბედი ბოლო ტურებზეა დამოკიდებული, რამდენად იყოჩაღებს „რეალთან“ საჩემპიონო ბრძოლაში.

33 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 70 ქულა მოგროვდა და მეორე ადგილზეა. ლიდერ „რეალს“ ქულით მეტი აქვს და ერთი თამაშით ნაკლები.

0.130585