ფეხბურთი

10:18 | 2.07.2020 | ნანახია 327 - ჯერ

არტეტა: „სწორად მივდივართ“

პრემიერლიგის 32-ე ტურში „ნორვიჩის“ განადგურების შემდეგ (4:0), „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, თავისი ფეხბურთელები შეაქო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდი სწორად ვითარდება.

„ამ მატჩის შემდეგ, ფეხბურთელები კიდევ უფრო დარწმუნდებიან, რომ სწორად ვვითარდებით. ბევრ საკითხზე კიდევ გვაქვს სამუშაო, მაგალითად, გარკვეულ სიტუაციებში როგორ ავაწყოთ შეტევები.

მეტოქეს სივრცეები მეტად უნდა შევუზღუდოთ და ბურთი ვაკონტროლოთ. ჯამში ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ, სწორად იგებენ ჩემს დავალებებს.“ - უთხრა არტეტეამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:35 | 02.07.2020
federerjamesliverpooldelpotro (17151)

არსენალს სწორად განვითარების არაფერი ეტყობა ნორვიჩი არაფრის საზომი არაა უსუსტესი გუნდია

0.142675