ფეხბურთი

9:08 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი აზარის შესახებ

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ ვერ მოხვდა ედენ აზარი განაცხადში, „ხეტაფესთან“ პრიმერას 33 ტურის მატჩში.

„ედენი ჩვენი გუნდისვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მეტოქეებმა ეს იციან და ვიმედოვნებ, მომავალში აღარ ექნებათ მისი დაშავების განზრახვა. ისინი ყოველთვის უხეშად ეთამაშებიან ბელგიელს,

ამ შემთხვევაში ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა გავაკეთოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ტრავმისგან მალე არაფერი დარჩება და უახლოეს ხანში სრულად გამოჯანმრთელდება“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.

მიმდინარე სეზონში აზარმა ყველა ტურნირში „რეალის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა. მას მოწინააღმდეგებმა ოთხჯერ მიაყენეს ტრავმა, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113312