ისტორია

9:45 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

2 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1904 - დაიბადა რენე ლაკოსტი. ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ტურნირები (ორჯერ უიმბლდონი, სამჯერ საფრანგეთის ღია პირველობა). 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი წყვილთა თანრიგში. გარდაიცვალა 1996 წელს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1921 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ტილდენმა ნორტონი 4:6, 2:6, 6:1, 6:0, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 41-ე გამარჯვებული გახდა.

1921 - ჯეკ დემპსიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯორჯ კარპენტერი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. დემპსი კრივის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომლის მიერ ერთ ორთაბრძოლაში აღებულმა ჰონორარმა მილიონ დოლარს გადააჭარბა (1,7 მილიონი).

1924 - დაარსდა სპორტული პრესის საერთაშორისო დღე. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დაფუძნდა 1991 წლის 19 აპრილს და არის მემკვიდრე 1959 წლიდან არსებული საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციისა. აერთიანებს პროფესიონალ სპორტულ ჟურნალისტებს, იცავს მათს უფლებებს და ინტერესებს, აწყობს შემოქმედებით კონკურსებს, რეფერენდუმებს საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების გამოსავლენად, თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში (AIPშ) გაწევრიანდა 1992 წლის 30 აპრილს. 1991 წლიდან სსჟა-ს პრეზიდენტია ელგუჯა ბერიშვილი.

1938 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ელენ მუდმა ელენ ჯეკობსი 6:4, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 51-ე გამარჯვებული გახდა.

1954 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბრობნიმ როზუოლი 13:11, 4:6, 6:2, 9:7 დაამარცხა და ტურნირის რიგით 68-ე გამარჯვებული გახდა.

1966 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ბილი ჯინ კინგმა ფრეზერი 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით 73-ე გამარჯვებული გახდა.

1967 - ფორმულა-1-ის ბუგატო ო’მანის (საფრანგეთი) გრან-პრი ჯეკ ბრებემმა (“ბრებემი”) მოიგო.

1967 - ლევ იაშინმა თურქეთის ნაკრებს უკაპიტნა. ეს ამბავი სტამბოლში მოხდა, როდესაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი “გალათასარაის” ეთამაშებოდა და იმ დღეს ფეხბურთიდან ლეგენდარული თურქი მეკარე თურგაი სერენი გააცილეს.

1977 - უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ბიორნ ბორგმა ჯიმი კონორსი 3:6, 6:2, 6:1, 5:7, 6:4 დაამარცხა და ტურნირის რიგით 91-ე გამარჯვებული გახდა.

1982 - ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეორე ფინალური B ჯგუფი: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა-ესპანეთი 2:1; მეორე ფინალური ჩ ჯგუფი: ბრაზილია-არგენტინა 3:1.

1983 - უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ ჯაგერი 6:0, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 90-ე გამარჯვებული გახდა.

1984 - უელსელმა ფეხბურთელმა, ჯონ ბენჯამინ ტოშაკმა ლისაბონის “სპორტინგთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

1986 - გლაზგოს “რეინჯერსმა” “ნორვიჩ სიტისგან” მეკარე კრის ვუდსი 600 ათას გირვანქად იყიდა, რაც იმხანად მეკარის სანაცვლოდ გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო.

1991 - დაარსდა საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაცია. 1992 წლიდან გაერთიანდა მსოფლიოს ფედერაციაში (IBAF). საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის უცვლელი პრეზიდენტია რამაზ გოგლიძე.

1992 - “მილანმა” საფეხბურთო-სატრანსფერო ბაზარზე რეკორდი დაამყარა, როდესაც “ტორინოსგან” ჯანლუიჯი ლენტინი 13 მილიონ გირვანქად შეიძინა.

1994 - მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). მერვედფინალი: გერმანია-ბელგია 3:2; ესპანეთი-შვეიცარია 3:0.

1996 - 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი ხორხე ბურუჩაგა მატჩების ჩაწყობაში დაადანაშაულეს. იმ პერიოდში მსოფლიოს ექსჩემპიონი დაბალი დივიზიონის წარმომადგენელ ფრანგულ “ვალანსიენში” ასპარეზობდა.

2000 - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (ბელგია-ჰოლანდია). ფინალი: საფრანგეთი-იტალია 2:1 (დამატებითი დრო). გოლები ვილტორმა, ტრეზეგემ (“ოქროს გოლი”) და დელვეკიომ გაიტანეს. მატჩი როტერდამში ჩატარდა და მას 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. საფრანგეთი (ნაკრებს როჟე ლემერი წვრთნიდა): ბარტეზი, ტურამი, დესაი, ლიზარაზუ (პირესი), ჯორკაეფი (ტრეზეგე), ვიეირა, დეშამი, ზიდანი, დიუგარი (ვილტორი), ანრი. იტალია (ნაკრებს დინო ძოფი წვრთნიდა): ტოლდო, მალდინი, კანავარო, ნესტა, იულიანო, დი ბიაჯო (ამბროზინი), პესოტო, ალბერტინი, ფიორე (დელ პიერო), ტოტი, დელვეკიო. შეხვედრას შვედი არბიტრი ანდერს ფრისკი სჯიდა.

2007 - ესპანური “ხეტაფეს” მთავარ მწვრთნელად დანიელი მიქაელ ლაუდრუპი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გერმანელი ბერნდ შუსტერი შეცვალა.

2008 - ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანეთის ნაკრები ფიფას რეიტნგში პირველ ადგილამდე აღზევდა. იქამდე “ფურია როხა” მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებთა სამეულში შესვლასაც კი ვერ ახერხებდა.

2008 - ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებით მატჩში ბრაზილიის რიო დე ჟანეიროს “ფლუმინენსემ” “მარაკანაზე” ეკვადორის კიტოს ლდუ-ს 3:1 მოუგო და ვინაიდან პირველი შეხვედრა 2:4 ჰქონდა წაგებული დამატებითი დრო და შემდგომ პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმეტრიანები უკეთ კოლუმბიელებმა შეასრულეს. მათმა გოლკიპერმა ხოსე ფრანსიკო სებალიოსმა ოთხიდან სამი პენალტი მოიგერია და ლდუ პირველად გახდა სამხრეთ ამერიკის საკლუბო ჩემპიონი.

2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მეოთხედფინალში, პორტ ელიზაბეტში ჰოლანდიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო. ნიდერლანდელთაგან ორივე გოლი ვესლი სნეიდერმა გაიტანა. ბრაზილია ზედიზედ მეორედ გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფნალურ ეტაპზე. იოჰანესბურგში ურუგვაიმ პენალტების სერიით 4:2 განას მოუგო. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. 1970 წლიდან მოყოლებული ურუგვაი პირველად გავიდა მუნდიალის ნახევარფინალში.

2011 - უიმბლდონის ქალთა ერთეულთა ფინალში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ რუსი მარია შარაპოვა 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში პირველი სადიდსლემო ტურნირი მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1904 - რენე ლაკოსტი. ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ტურნირები (ორჯერ უიმბლდონი, სამჯერ საფრანგეთის ღია პირველობა). 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი წყვილთა თანრიგში. გარდაიცვალა 1996 წელს.

1906 - სერგეი ილინი. მოსკოვის “დინამოს” ფორვარდი. იყო გუნდის კაპიტანი. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი. საკავშირო თასის სამგზის მფლობელი

1912 - ერკულესი. 1930-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. ბრაზილიის კარიოკას შტატის ხუთგზის ჩემპიონი. გამოირჩეოდა უძლიერესი და ზუსტი დარტყმით.

1919 - ალბერ ბატო. ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “რეიმსში”. 1949 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, 1950-ში კი მოიპოვა ქვეყნის თასი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. წვრთნიდა “რეიმსს” (1950-63), საფრანგეთის ნაკრებს (1995-62), “გრენობლს” (1963-67), “სენტ ეტიენს” (1967-72), “მარსელს” (1980-81). დამრიგებლის რანგში საფრანგეთის ჩემპიონი (1953, 1955, 1958, 1960, 1962, 1967, 1968, 1969, 1970). ქვეყნის თასის მფლობელი (1958, 1968, 1970). 1956 და 1959 წლებში ბატოს ხელმძღვანელობით “რეიმსი” ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და ორივე შემთხვევაში მადრიდის “რეალთან” 3:4 და 0:2 დამარცხდა. ალბერ ბატო 2003 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა.

1934 - სტეფან აბაჯიევი. 1950-60-იან წლებში ბულგარეთის ნაკრებისა და სოფიის “ლევსკის” ფორვარდი. ბულგარეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1969 წელს ემიგრაციაში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წავიდა. თამაშობდა ბუნდესლიგაში, შემდეგ კი მწვრთნელი გახდა.

1938 - მარსელ არტელეზა. 1960-იანი წლების საფრანგეთის ნაკრების მცველი. 1963 წელს გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მომდევნო წელს კი დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ორი ათწლეულის განმავლობაში იყო “ტრუას” პრეზიდენტი.

1964 - ფრანც ვოლფარტი. ავსტრიის ნაკრების, ვენის “აუსტრიას” და “შტუტგარტის” ფეხბურთელი.

1969 - ვიქტორ მაიგუროვი. ბიატლონში მსოფლიოს ჩემპიონი და 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

1970 - დერეკ რალფ ადკინსი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1974 - მარკ ჰენდრიქსი. ბელგიის ნაკრების, “ანდერლეხტის” და “გენკის” ფეხბურთელი. “ანდერლეხტის” შემადგენლობაში გახდა ბელგიის ჩემპიონი. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი.

1974 - ხულენ გერერო. ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” შემტევი ნახევარმცველი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. 1998 წელს მოიპოვა პრიმერა დივიზიონის ვერცხლის მედალი.

1975 - დანიელ კოვალსკი. ავსტრიელი მოცურავე. 1996 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1994 - ანდრეს ესკობარი. კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი. იგი აშშ-ში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე, მასპინძელთა გუნდთან მატჩის მსვლელობისას ავტოგოლის გატანის გამო, კოლუმბიის ქალაქ მედელინში მოკლეს.

2005 - მარტინ სანჩესი. მსუბუქი წონითი კატეგორიის მექსიკელი მოკრივე. გარდაიცვალა ლას ვეგასში წინა საღამოს რუს რუსტამ ნუგაევთან პაექრობისას მიღებული დაზიანების შედეგად.

0.142052