იტალიურმა „მილანმა“ ბრიუსელის „ანდერლეხტიდან“ ალექს სელმაკერსის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა.
„როსონერის“ ვებგვერდის ცნობით, ბელგიელი ლომბარდიელთა ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
„მილანმა“ სელმაკერსი იანვარში იჯარით დაიმატა და ამ დრომდე 21 წლის ფეხბურთელმა 6 უგოლო თამაში ჩაატარა.