კალათბურთი

18:38 | 1.07.2020 | ნანახია 2447 - ჯერ

თორნიკე შენგელია ცსკა-სთან 3-წლიან კონტრაქტს აფორმებს - კლუბები შეთანხმდნენ

მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია და უახლოეს ხანში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. ამის შესახებ Eurohoops-ი წერს.

ტრანსფერის ყველაზე მძიმე ნაწილი ცსკა-სა და „ბასკონიას“ შორის მოლაპარაკება იყო, მაგრამ ორივე კლუბმა მიაღწია შეთანხმებას და ქართველის მოსკოვურ გუნდში გადაბარგებას პრაქტიკულად წინ აღარაფერი უდგას. მხოლოდ მცირე და საბოლოო დეტალები დარჩა შესათანახმებელი.

თორნიკე ცსკა-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ინფორმაციას ადასტურებს Sportlando-ს ჟურნალისტი ემილიანო გარსიაც, რომლის განცხადებით, ქართველი ექვსი წლის შემდეგ „ბასკონიას“ ტოვებს და მოსკოვში მიემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და გუშინ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:25 | 02.07.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

ძალიან საინტერესო სიტყვაა "გულ-შემატკივარი". აქ გულია მთავარი, ქომაგობ გულით და არა გონებით.
ცსკა-ში გადასვლა გარკვეულ უხერხულობასთან მართლაც ასოცირდება, მაგრამ გულით მაინც თოკოს წარმატებისკენ ვიქნები სულ. ძალიან მაგარი კალათბურთელი გვყავს და მივიდა იმ გუნდში, რომელიც ევროპული კალათბურთის ოდინდელი გრანდია, ჩავარდნების გარეშე.
სუფთა სპორტული თვალსაზრისით გამართლებული ნაბიჯია. რაც შეეხება პოლიტიკურ-იდეოლოგიურ მხარეს - 8 წელია რუსებს ვეტენებით და ნეტა ვის ვუკითხავთ მორალს ?

16:56 | 02.07.2020
გუსანი (746)

თოკოს დიდი გულშემატკივარი ვარ, პირველ რიგში ვულოცავ გამარჯვებას, რაც შეეხება მოსკოვში გადასვლას და თანაც არმიის გუნდში, არ ვიცი, რით უნდა დააკომპესიროს ეს ნაბიჯი? ნაკრებში თავის გაგიჟებით ან ქველმოქმედებაში საქართველოში რაღაცის დასაფინანსებლად, თუგინდა ნიჭიერი ბავშვების და ა.შ. ნაკრების კაპიტანია თანაც, თუ კიდევ დარჩა, არმიის გუნდი მაინც არ იყოს , ვთქვათ ზენიტი ან სხვა. ჩემი აზრით გააუფერულა ბიოგრაფია, კომპენსაციია რა იქნება ვნახოთ, რუსებმა თითქოს სპეციალურად თოკო ამოიღეს მიზანში,ეს თოკოს რეიტინგზე კი მეტყველებს, მაგრამ მაინც....ყველას აქვს ჩავარდნა- ეს ნაბიჯიც მასე მგონია

14:51 | 02.07.2020
Shevche (15054)

ნებისმიერ რუსულ კლუბში ქართველის გადასვლა, ჩემთვის პირადად, ცუდი ამბავია.
მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როცა ეს გუნდი ჩვენი მტრის არმიასთანაა დაკავშირებული.
როცა ახალგაზრდა სპორტსმენი, ფეხბურთელი იქნება თუ კალათბურთელი, ჯერ არაფერს წარმოადგენს და რუსული გუნდი ერთადერთი შანსია რომ განვითარდეს, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ შენგელიას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ესპანეთის ჩემპიონი გახდა და გუნდში ლიდერია. ნაკრებშიც. ნუთუ სხვა ვარიანტი არ იყო? :/ ძალიან სამწუხაროა

13:16 | 02.07.2020
dinamo222 (8587)

პრინციპში ძალიან სწორად მოიქვა ჯერ ერთი ხელფასიც გაცილებით მეტი ექნება და რაც მთავარია უფრო მოუმატებს და მერე იქნება ნბა ს შანსიც გაიჩითოს რაც შეეხება რუსეთში წასვლა არ წასვლას მოდი მაშინ რუსეთში რომ მუშაობს ასი ათასობით ქართველი და საქართველოში რომ აგზავნიან მილიონობით დოლარს ისინიც დავაბრუნოთ საერთოდ არავინ არ წავიდეს რუსეთში და არც ჩვები ღვინო ხილი და ჩაი გავიტანოთ და რუსულ გაზზეც უარი ვთქვათ ანუ ბლოკადა მოვუწყოთ რუსეთს როგორვ ამ 30 წლის წინ მოუწყეს "პაქტრიოტებმა" ბლოკადა და ნეტავი ვინ დარჩა მაშინ მოგება-წაგებაში და ეხლა ვინ დარჩება ? გუშინ ვუყურე უფა-რუბინის თამაშს და სამივე ქართველმა მაგრა ითამაშა და უმაგრეს ფორმაში არიან ! ჩემთვის პირადად რაც ქვეყნისთვის და სპორტისთვის იქნება სასარგებლო ის უნდა გავაკეთოთ !

23:08 | 02.07.2020
NIKA..01 (826)

რა შუაშია ღვინო,ჩაი და გაზი?რადგან ყიდულობენ ჩაის და ღვინოს,ესეიგი ჭირდებათ და უნდათ,ფულს არ გვჩუქნიან,ასევე,გაზსაც არ გვჩუქნიან,მაგაში ჩვენ ვუხდით ფულს.ისე გამოიყვანთ ხოლმე თითქოს წყალობის სახით გვაძლევს გაზს,ან ღვინოს წყალობის გამო ყიდულობს.ჩვენ ვაყიდით და აი რო არა რუსეთი სად გავყიდითო,ვყიდულობთ და რომ არა რუსეთი სად ვიყიდდითო.სად ვაჭრობა და სად კალათბურთელის მტრის გუნდში თამაში?ფეხბურთელები,რომ არიანო?მარკოიშვილი რომ თამაშობდაო?იგივე დამოკიდებულება მაქვს ყველა შემთხვევაში,განსხვავება განცდის სიმძაფრეშია მხოლოდ.სად ნაკრების ლიდერი და კაპიტანისგან,რომ გეწყინება და სად ვინმე მეორეხარისხოვანი სპორტსმენისგან.თურქეთში,რომ თამაშობენ ნაკლები მტერიაო?არაა ნაკლები მტერი,მაგრამ არ ვართ ცხელი კონფლიქტის ფაზაში მათთან.იგივე მდგომარეობაში ვართ,როგორც რუსეთი და იაპონია,ან რუსეთი და ფინეთი,მაგრამ არა როგორც პალესტინა და ისრაელი,ან რუსეთი და უკრაინა.მასე ჩემთვის ყველა მტერია ვისაც ჩვენი თუნდაც 1 კვადრატული მიწა აქვს მიტაცებული-თურქეთიც,სომხეთიც,აზერბაიჯანიც,რუსეთიც.არც ირანია მეგობარი და არც ამერიკა,ან ჩინეთი ყველა დაკარგული ტერიტორია უნდა გვახსოვდეს და თაობიდან თაობას გადაეცეს მათი დაბრუნების სურვილი იმისთვის,რომ თუ შანსი გამოჩნდება ჩვენი რომელიმე ტერიტორიის დაბრუნების, თუნდაც 1000 წლის მერე ქართველების იმჟამინდელ თაობას უნდა ქონდეს სურვილი,რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.სურვილი კი ვერ ექნება თუ თაობიდან თაობას არ გადაეცა ცოდნა,მიზანი და სურვილი ქართული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების.რომ დავუბრუნდეთ თოკოს და ცსკა-ს,ეს იგივეა პალესტინელი ისრაელის მაკაბიში გადავიდეს,ან ებრაელს ეთამაშა გერმანულ გუნდში ჰოლოკოსტის დროს.ქვემოთაც დავწერე,სპორტი და პოლიტიკა ცალ-ცალკეა,მაგრამ სპორტი და ჩვენი სამშობლოს მტერი ვერ იქნება ცალ-ცალკე.

17:03 | 02.07.2020
გუსანი (746)

საკამათო საკითხია, ყველას ,,ერთ ქვაბში" ვერ მოათავსებ. მათ სხვა გამოსავალი არჩევანი არ აქვთ, გამომუშავებულ ფულს ძირითადად იქვე რუსეთში ხარჯავენ, მცირე ნაწილს კომპენსაციის სახით კარგიარომ საქართველოში გზავნიან, ნაწილობრივ აკომპენსირებენ, მაგრამ უმეტესობას რუსული მენტალიტეტი უყალიბდება, რაც უფრო საშიში მგონია, თოკოს კი არჩევანი ქონდა ასე მგონია,ცალსახად შეფასება ძნელია, ღმერთმა ხელი მოუმართოს......

00:20 | 02.07.2020
NIKA..01 (826)

პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერი ქართველის მოღვაწეობა მტერ ქვეყანაში.არ აქვს მნიშვნელობა სპორტში,თუ სხვა სფეროში.წარმოგიდგენიათ პალესტინელი,რომელიც ებრაულ კლუბში ითამაშებს?ან ებრაელი ირანის გუნდში?ან საბჭოთა ფეხბურთელს,რომ. ეთამაშა ნაცისტური გერმანიის გუნდში,ან იმავე ებრაელს.სპორტი და პოლიტიკა გაყოფილია,მაგრამ სპორტი და სამშობლოს მტერი არაა გაყოფილი.მე უმეტეს შემთხვევაში მაღაზიაში რუსულ პროდუქციასაც კი არ ვყიდულობ,განა იმიტომ რომ ამით ვფიქრობ ზარალდება რუსეთი და რამეს დავაკლებ,უბრალოდ შინაგანი პროტესტი მაქვს ყველაფერი რუსულისადმი.მე ვერვიგრძნობდი თავს კომფორტულად რუსულ გუნდში.ვერაფრის დიდებით ვერ ვუგულშემატკივრებ ღორისტანის გუნდს.თოკო კი არა თუნდაც ჩემი ნათესავი,რომ თამაშობდეს.ნაკრების კაპიტანი მტერი ქვეყნის არმიის გუნდში,რომ აპირებს თამაშს ძალიან,ძალიან უხერხული და გამაღიზიანებელია.ამ გადაწყვეტილების მაღალი ანაზღაურებით "გამართლებაც" შეუძლებელია.გული მწყდება და ვბრაზდები,მაგრამ სამწუხაროდ მე ვერაფერს ვწყვეტ,რომ შემეძლოს,ვერცერთი სპორტსმენი,რომელიც რუსეთში გადავიდოდა,ვერ ითამაშებდა ნაკრების შემადგენლობაში ვერცერთ სპორტის სახეობაში.პირად წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ კლუბურს ვერანაირად,პირიქით მუდამ მოწინააღმდეგე გუნდს ვუქომაგებ,როგორც აქამდე.

22:58 | 01.07.2020
dinamo222 (8587)

ანუ ნბა ზე საბოლოოდ თქვა უარი ?

21:13 | 02.07.2020
davidinho (1027)

შემოთავაზება რომ ქონოდა ნბიეის ნებისმიერი გუნდიდან თოკო უარს ნამდვილად არ იტყოდა

22:36 | 01.07.2020
batumi90 (258)

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თორნიკეს ტრანსფერს, სპორტის და პოლიტიკის გაიგივება რამდენად სწორია მართლა არ ვიცი, უბრალოდ ფეხბურთის მაგალითი რო ავიღოთ უფრო რბილადაა საქმე არავინ არ საუბრობს ჩვენ ფეხბურთელებზე რომლებიც რუსეთის კლუბებში გამოდიან. ჩემი აზრით უფრო საამაყო იქნება როცა თოკო ტიტულს მოიგებს და რუსუთის ეგრედწოდებულ არმიის გუნდის მიწაზე ქართულ დროშას აღმართავს

22:07 | 01.07.2020
guria (205)

Молодец! რა მანდამაინც რუსეთის არმიის გუნდი?! მაგრამ... წარმატებები მაინც... თუ ეს შენ და შენს ქვეყანას გამოადგება

22:05 | 01.07.2020
l_e_o_n_i (340)

ძალიან მაგარი ინფორმაციაა, ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბში გადასვლა მართლაც დიდი ამბავია! წარმატებები დიდო ქართველო!

21:58 | 01.07.2020
davidinho (1027)

მაგარი კაცი ძაან ცეესკაში ევროლიგის დრო მოვა

18:49 | 01.07.2020
zarzuela (846)

წარმატება თოკო, სადაც იქნები იქ გიგულშემატკივრებ კაპიტანო ❤️

18:50 | 01.07.2020
zarzuela (846)

გამარჯვების დროშა აფრიალდეს მუდამ

0.116381