ფეხბურთი

18:07 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ძირითადში და უგოლო ფრე

რუსეთის პრემიერლიგის XXV ტურში „მცირე ქართული დერბი“ შედგა, ჯიმი ტაბიძის „უფამ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის „რუბინს“ უმასპინძლა.

სამი ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და ორმა შეუცვლელად ითამაშა. 90-90 წუთი გაატარეს მინდორზე ტაბიძემ და კვარაცხელიამ, ხოლო დავითაშვილი სლუცკიმ 88-ე წუთზე შეცვალა.

„უფას“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 32 ქულით მეექვსე ადგილი უკავია და პრაქტიკულად ყველა ამოცანა გადაჭრილი აქვს. აი, „რუბინი“ კი მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა დაშორებული.

0.120597