ფეხბურთი

16:23 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ყუმბარა - დარტყმა 105 კმ/სთ სიჩქარით (+VIDEO)

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, მაგრამ თამაშიდან თებერვლის შემდეგ პირველად (მანამდე ზედიზედ ორი პენალტი ჰქონდა გატანილი).

„ჯენოასთან“ რონალდუმ 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით აიღო ყოფილი თანაგუნდელის, მატია პერინის კარი. O Jogo-ს ინფორმაციით, ბურთის სიჩქარემ 105 კმ/სთ შეადგინა, რაც კრიშტიანუს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

რონალდუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 24-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ჩირო იმმობილეს ჩამორჩება.

0.11952