ფეხბურთი

12:42 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მხითარიანმა "რომასთან" საიჯარო კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიურმა „რომამ“ ჰენრიხ მხითარიანს საიჯარო კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „ჯალოროსის“ ვებგვერდი იტყობინება, „არსენალთან“ მიღწეული შეთანხემებით, სომეხი რომში კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

ამრიგად, მხითარიანი „რომაში“ 2020-2021 წლების სეზონშიც ითამაშებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმ პერსპექტივით, რომ კიდევ ერთი სეზონით შემიძლია აქ დარჩენა", - თქვა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ სომხემა შემტევმა.

მიმდინარე სეზონში ჰენრიხ მხითარიანმა „რომას“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა.

0.120635