კალათბურთი

10:26 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "მადლობა ღმერთს თამაში მოვიგეთ"

„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონი 10-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, თორნიკე შენგელიამ კი ვიტორიულ კლუბთან ერთად პირველი ტიტული მოიგო.

პირველი ტიტული და თანაც კაპიტნის რანგში - თასიც აღმართა და ბადეც მოჭრა. „ბარსელონასთან“ ისტორიული გამარჯვების შემდეგ (69:67) თორნიკემ მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ეს ტიტული იმად ღირს, რომ არასდროს შეგვიწყვიტავს ბრძოლა და დაგვიკარგავს რწმენა. მადლობა ღმერთს, რომ თამაში მოვიგეთ. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გარეშე ზეიმი იგივე არ იყო“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ფინალურ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.

0.131791