ფეხბურთი

2:22 | 1.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უხასიათო "ბარსელონა"

კატალონიის „ბარსელონაში“ ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ეს დიდი ხანია ჩანს და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ცხადია, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებას ვერავინ დაგეგმავს და ვერც იმისთვის გაკიცხავს კაცი, რატომ ვერ მოიგეო, მაგრამ...

მაგრამ, კიკე სეტიენის გუნდის თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „ბლაუგრანა“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საერთო ჯამში 3 ქულის მოპოვება არ დაუმსახურებია და ვერც მოიპოვა.

დიეგო კოშტას ავტოგოლით კატალონელები სწრაფადვე წინ გავიდნენ, მაგრამ მალევე წინასწორობა აღდგა. კოშტას ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეეძლო, თუმცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აჯობა. ამის მიუხედავად, გერმანელს დარტყმის მომენტში ბურთი კარის ხაზზე არ ედო და პენალტი თავიდან შეასრულეს. ოღონდ არა დიეგო კოშტამ, არამედ საულ ნიგეზმა და გატანა მოახერხა.

მთლიანობაში სამი პენალტი ვიხილეთ, ორი მეორე ტაიმში. ლიონელ მესის კარიერაში მე-700 გოლი განსაკუთრებულ სტილში უნდა გაეტანა და გაიტანა კიდეც - „პანენკა“ პენალტი. მაგრამ რად გინდა, 12 წუთში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი, ამჯერად ისევ „ბარსას“ კარის მიმართულებით და საულ ნიგეზმა დუბლი შეასრულა.

„ბარსელონამ“ კი დარჩენილ ნახევარ საათში ვერაფერი შეცვალა და ზედიზედ მეორე 2:2 ლა ლიგაში. ეს იმას ნიშნავს, რომ „რეალი“ ტიტულს მიუახლოვდა. მართალია, ჩამორჩენა ერთ ქულამდე შემცირდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდი 33-ე ტურის მატჩს „ხეტაფესთან“ შინ გამართავს, შესაბამისად, იდეალური შანსი აქვს უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდოს. ამას ემატება ურთიერთშეხვედრებში უპირატესობაც და წინ მხოლოდ ხუთი ტურია დარჩენილი. არ დაგვავიწყდეს „ბარსელონას“ სათამაშო ფორმაც...

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (11, ა.გ), 1:1 საული (19, პენ), 2:1 მესი (50, პენ), 2:2 საული (62, პენ)

თეგებილა ლიგა
0.187474