ფეხბურთი

21:38 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია ძირითადში იყო, "ლოკომოტივი" წაგებას გადაურჩა

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში სოლომონ კვირკველიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ქართველი მცველი მარკო ნიკოლიჩმა სასტარტოში მისი მწვრთნელობის პერიოდში პირველად გაამწესა.

სამარის „კრილია სოვეტოვთან“ თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო ჩვენებური მოედანზე 69-ე წუთამდე იყო, მერე კი ადგილი დმიტრი ჟივოგლიადოვს დაუთმო.

„ლოკომოტივი“ სამარელებთან მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა და 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

0.129882