ფეხბურთი

18:48 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაში" ნინუამდე დღეებს ითვლის - ტრანსფერი გადაწყვეტილია

სტამბოლის „ბეშიქთაში“ ნიკა ნინუას გაფორმებამდე დღეებს ითვლის. NTVSpor-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი უახლოეს ხანში დადასტურდება.

„არწივები“ 21 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ „დინამო თბილისს“ 700 ათას ევროს გადაუხდის და კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია, საბოლოო შეთანხმების შემდეგ კი ტრანსფერი დაიხურება.

ნიკა „ბეშიქთაშთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ნინუა ძალზე დადებითად დაახასიათა სტამბოლელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა, რამაც ტრანსფერის კარი საბოლოოდ გააღო.

შეგახსენებთ, ნინუას „დინამოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

0.121141