ფეხბურთი

15:44 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას "იუვენტუსიდან" იწყებს

ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ ბრუნდება და მომდევნო სეზონიდან 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. იტალიური მედიის ცნობით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ინფორმაცია მალე გაოფიციალურდება.

პირლოსთვის ეს პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება, ხოლო მის შტაბში ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბარონიოც დასაქმდება.

„იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდი სულ რაღაც 2 წელია რაც არსებობს და რამდენიმე დღის წინ სერია C-ს იტალიის თასიც მოიგო. გავრცელებული ცნობით, „იუვე“ ამ ნაბიჯით ლეგენდარულ ფეხბურთელს მთავარი გუნდის მწვრთნელობისთვის მოამზადებს.

შეგახსენებთ, რომ პირლო „იუვეს“ შემადგენლობაში 2011-2015 წლებში თამაშობდა და 164 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

0.111635