თამაშგარე

11:48 | 30.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის“ ჩემპიონობაში კლოპის ცოლის წვლილიცაა

მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა“ 30 წლიანი დამღლელი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რა გასაკვირია, რომ არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ეს კლუბი და მისი გერმანელი მწვრთნელია მოქცეული.

ინგლისის ბულვარულმა მედიამ იურგენ კლოპს დამსახურებულად უძღვნა დითირამბები და მწვრთნელის დიდების შარავანდედი გაგიკვირდებათ და მის ცოლს, ხელობით მწერალს, ულა სანდროკსაც გადასწვდა, რომელიც დიდი ეპატაჟურობით არასოდეს გამოირჩეოდა და ზოგადად ჭკვიან ქალადაა აღიარებული.

ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ იურგენის ინგლისში სამუშაოდ გადასვლაში უდიდესი წვლილი სწორედ მის ცოლს მიუძღვის. ულამ მოახერხა და კლოპის მსურველი არაერთი დიდი კლუბის ხელმძღვანელები გააბრუნა ბუზღუნით. ამან როგორც ხედავთ სათანადო შედეგი გამოიღო და კლოპმა შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წელს კი ლივერპულელ ქომაგს მონატრებული ინგლისის ჩემპიონობაც აღირსა.

0.155003