„ბენევენტო“ სერია A-ში აღზევდა. სერია B-ს XXXI ტურში ფილიპო ინძაგის გუნდმა „იუვე სტაბია“ 1:0 დაამარცხა და ელიტალური ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა.
„ჯალოროსის“ 31 ტურში 76 ქულა აქვს მოპოვებული, რაც სერია B-ს ისტორიაში (ხსენებული პერიოდისთვის) სარეკორდო მაჩვენებელია.
23 მოგება, 7 ფრე, ერთადერთი წაგება, 56 გატანილი, 15 გაშვებული გოლი და 18 მშრალი მატჩი - „სუპერპიპოს“ გუნდის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ამრიგად, „ბენევენტო“ ისტორიაში მეორედ ითამაშებს სერია A-ში. პირველად ეს 2017-2018 წლების სეზონში მოხდა და მაშინ გუნდმა ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.
რაც შეეხება ფილიპო ინძაგის, როგორც მწვრთნელმა ერთი ლიგიდან მეორეში, მეორედ დააწინაურა გუნდი. „ბენევენტომდე“, „ვენეცია“ სერია C-დან სერია B-ში გადაიყვანა.
ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ სერია B-ს მიმდინარე სეზონში დარჩენილი ორი საგზურისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, დაწინაურების შანსი ბევრ გუნდს აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე კარგი შესაძლებლობა „კროტონეს“, „ჩიტადელას“, „სპეციას“, „პერდონენესა“ და „ფროზინონეს“ გააჩნიათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.
ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...