ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ლაივინ კურზავას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ფრანგი ფეხბურთელი პარიზელთა ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
კურზავა გასულ ზამთარს ახლოს იყო პსჟ-ს დატოვებასთან და „იუვენტუსში“ გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა. ახლა კი, „პარკ დე პრენსზე“ კიდევ ოთხი სეზონი დარჩება.
კურზავა პსჟ-ს 2015 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა და 123 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.