იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ გუნდის ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ჯორჯო კიელინის კონტრაქტები გაუხანგრძლივა.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ჯიჯი და ჯორჯო ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩებიან. ორივე ფეხბურთელის ძველი ხელშეკრულება ხვალ იწურებოდა.
ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2004 წლიდან თამაშობს და 509 შეხვედრაში 36 გაიტანა, ხოლო ბუფონის აქტივში 2001-2018 და 2019 წლიდან დღემდე 669 მატჩია.