ფეხბურთი

15:46 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ამ ფასად?!" - "შტურმში" კიტეიშვილის სატრანსფერო ფასი ეცოტავათ

გრაცის „შტურმი“ ოთარ კიტეიშვილის „ფენერბახჩეში“ იაფად გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა ისაუბრა. მისი აზრით, დასახელებული თანხა, 1.5 მილიონი ევრო ძალიან ცოტაა.

„ეს ნამდვილად ძალიან ცოტაა. ჩვენ არავისთან დაგვიწყია მოლაპარაკებები, არცერთი წინადადება არ მიგვიღია, მითუმეტეს დაბალი სატრანსფერო ფასით“, - თქვა შიკერმა Kleine Zeitung-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს თურქული მედია ბოლო დროს „ფენერბახჩეს“ აქტიურად უკავშირებს და გუნდიდან წასული გერმანელი შემტევის, მაქს კრუსეს შემცვლელად განიხილავს.

ქართველ ფეხბურთელს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 5 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს შესრულებული, „შტურმთან“ კონტრაქტი კი 2022 წლამდე აკავშირებს.

0.127744