ფეხბურთი

3:42 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ფეხზე დგება, "ინტერი" ბრძოლას აგრძელებს

კორონავირუსის პანდემიამ როგორც ჩანს „მილანს“ კარგად წაადგა. ყოველშემთხვევაში, „როსონერი“ პაუზის შემდეგ მშენიერ ფორმაშია და იტალიის თასზე „იუვენტუსთან“ უგოლო მატჩს თუ არ ჩავთვლით, სერია A-ში ორივე თამაში მოიგო.

სტეფანო პიოლის გუნდმა „რომას“ უმასპინძლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაბმული და ძალზე დამაჯერებლად დაამარცხა. ანტე რებიჩმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ დედაქალაქელები მატჩის მიწურულს ორჯერ დაამწუხრეს. „მილანმა“ 42 ქულა დააგროვა და ოთხეულთან ჩამორჩენა ვერ შეამცირა, მაგრამ ევროპა ლიგის საგზურთან უკვე ძალიან ახლოსაა.

თუ „მილანი“ ევროთასებზე გასასვლელად იბრძვის, „ინტერს“ სკუდეტოს ამბიცია ჯერ არ განელებია. არადა, ახლოს იყო ანტონიო კონტეს გუნდს ეს არცთუ ძლიერი იმედი საბოლოოდ გამქრალიყო, მაგრამ სამ წუთში ყველაფერი შეცვალეს. „პარმა“ „ნერაძურისთან“ ჩინებულად ირჯებოდა და ჟერვინიოს დიდებული გოლით ტაიმიც მოიგო და 84-ე წუთამდეც იგებდა. პარმეზანელებს სხვა ბევრი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ საგოლე მომენტები გაანიავეს. „ინტერს“ კი მშველელად ცენტრალური მცველები მოევლინა. ჯერ იყო და სტეფან დე ვრეიმ გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ალესანდრო ბასტონიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. ამრიგად, „ინტერი“ „იუვენტუსთან“ ისევ 8-ქულიან ჩამორჩენაშია. თავის მხრივ „ლაციოსთან“ 4 ქულას აგებს და ამდენივეთვე „ატალანტას“ უსწრებს.

„ატალანტას“, რომელიც ტურიდან ტურამდე, თამაშიდან თამაშამდე დაფრინავს. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა „უდინეზეს“ აჯობა, კოლუმბიელი თავდამსხმელების, დუვან ძაპატასა და ლუის მურიელის (დუბლი) ფანტასტიკური გოლებით - 3:1. ბერგამოელები ოთხეულში მოხვედრას ისახავენ მიზნად, მაგრამ ასე თუ გაგრელდება, რატომაც არა უფრო მაღალი მიზნები?!

თრილერი შედგა რეჯიო ემილიაში, სადაც „სასუოლოსა“ და „ვერონას“ პირველი ტაიმი უღიმღამო და უგოლო გამოდგა, მაგრამ შესვენების შემდეგ გუნდებს ვერ აჩერებდნენ და ისეთი ფანტასტიკური გოლები გაიტანეს, თქვენგან მოწონებული. განსაკუთრებით „სასუოლომ“, მატჩი კი ფრედ 3:3 დასრულდა. უნდა აღვნიშნოთ "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება, რომელმაც "სპალი" ადვილად, 3:1 დაამარცხა. ჯენარო გატუზოს გუნდი მშვენიერ ფორმაშია და სერია A-ში უკვე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. შედეგად, ნეაპოლელები აგრძელებენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას და ამჟამად მეექვსე პოზიციაზე იიმყოფებიან.

„მილანი“ – „რომა“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 რებიჩი (76), 2:0 ჩალჰანოღლუ (89, პენ)

„ნაპოლი“ – „სპალი“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 მერტენსი (4), 1:1 პეტანია (29), 2:1 კალეხონი (36), 3:1 იუნესი (78)

„სამპდორია“ – „ბოლონია“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბაროუ (72, პენ), 0:2 ორსოლინი (75), 1:2 ბონაცოლი (88)

„უდინეზე“ – „ატალანტა“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ძაპატა (9), 1:1 ლასანია (31), 1:2 მურიელი (71), 1:3 მურიელი (79), 2:3 ლასანია (87)

„სასუოლო“ – „ვერონა“ 3:3 (0:0)

გოლები: 0:1 ლაზოვიჩი (51), 1:1 ბოგა (53), 1:2 სტეპინსკი (57), 1:3 პესინა (69), 2:3 ბოგა (77), 3:3 როჯერიო (90)

„პარმა“ – „ინტერი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჟერვინიო (15), 1:1 დე ვრეი (84), 1:2 ბასტონი (87)

თეგებისერია A
0.159398