კალათბურთი

21:12 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ფინალშია - მაკფადენის 10 ქულა საკმარისი არ გამოდგა

კატალონიის „ბარსელონა“ ლიგა ენდესას პირველი ფინალისტია. „ბარსამ“ ნახევარფინალში თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი“ ადვილად დაამარცხა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და დიდ შესვენებაზე „ბარსელონას“ უპირატესობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა, მაგრამ გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც კატალონელებმა 29:17 მოიგეს და საბოლოოდ, 98:84 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მოედანზე 26:33 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაკფადენმა 4-დან 2 ორქულიანი (50%) და 7-დან 2 სამქულიანი (29%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

დღესვე, მეორე ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მასპინძელ „ვალენსიას“ შეხვდება და გამარჯვებული 30 ივნისს, ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

0.114678