“ბარსელონამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა აუტსაიდერ „სელტასთან.“ ორჯერ იგებდა, მაგრამ მასპინძლებს ორივეჯერ მისცა გათანამბრების საშუალება. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კატალონიელთა დაცვის კვალიფიკაცია საგრძნობლად ჩამორჩება თავდასხმისას.
სტუმრები თავიდანვე ფლობდნენ ტერიტორიულ უპრატესობას, თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა, თუ პიკეს თავურს არ ჩავთვლით, რომელიც ხარიხას მოხვდა. მასპინძლები თავს ოსტატურად იცავდნენ და არც სწრაფ კონტრშეტევებს ერიდებოდნენ. მათ ხომ თავისი გასაჭირი ჰქონდათ, ლიგიდან გასავარდნ ზონაში არიან და ყოველი წაფორხილება კატასტროფის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს.
პირველი გოლი მესი-სუარესის აქტიურობას მოჰყვა. მათ შესანიშნავად გაითამაშეს საჯარომო, რომელიც ურუგვაელის გოლით დასრულდა.
მეორე ტაიმში სიუჟეტი დიდად არ შეცვლილა. თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. თავი „კრასნოდარში“ თორნიკე ოქრიაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.
მალევე ისევ მესი-სუარესის დუეტმა გაიბრწყინა და ურუგვაელმა დუბლი მიითვალა. თითქოს სტუმართათვის ყველაფერი კარგად მთავრდებოდა, მაგრამ სელტას ჰყავდა გამოცდილი კაპიტანი - იაგო ასპასი, რომელმაც 88-ე წუთზე ჯარიმიდან დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
ახლა „ბარსელონა“ ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ერთი ქილით უსწრებს „რეალს,“ რომელიც კვირას „ესპანიოლს“ სტუმრობს.
ესპანეთი
პრიმერა
32 ტური. 27 ივნისი
სელტა - ბარსელონა 2:2
ვიგო. „ბალაიდოსი.“
0:1 ლუის სუარესი (20), 1:1 სმოლოვი (50), 1:2 ლუის სუარესი (67), 2:2 ასპასი (88)
სელტა: ბლანკო, არაუხო (მურილიო 73), საენსი, აიდუ, გონსალესი (მინა 81), დენის სუარესი, იოკუშლუ (რაფინია 60), მენდესი (ბრადარიჩი 60), ვასკესი, სმოლოვი (ნოლიტო 60), ასპასი
მწვრთნელი: ოსკარ გარსია
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა (ფირპო 81), უმტიტი, პიკე, სემედუ, პუჩი (არტური 86), რაკიტიჩი, ვიდალი, ფატი (ბრეითვეიტი 69), მესი, ლუის სუარესი (გრიზმანი 81)
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
მსაჯი: კუადრა ფერნანდესი
გაფრთხილება: მენდესი (34), არაუხო (61), ასპასი (89); ალბა (12), უმტიტი (53), ბრეითვეიტი (82), პიკე (90+6)
ატლეტიკო - ალავესი 2:1
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“
1:0 საული (59), 2:0 დიეგო კოშტა (71, პენ), 2:1 ხოსელუ (90+3)
ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, კორეა (დიეგო კოშტა 57), კოკე, ტომასი, საული, ფელიში (კარასკო 65), მორატა (ლიორენტე 57)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ალავესი: პაჩეკო, აგირეგაბირია, ტაჩი, ელი, მარინი (რიოხა 78), მაჰმუდი, ფეისა, პონსი (პაულინიუ 78), მენდესი (დუარტე 62), ბერკი, ალეიშ ვიდალი (ხოსელუ 62)
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
მსაჯი: მელერო ლოპესი
გაფრთხილება: ტომასი (40), სავიჩი (75), კოკე (90+2); პონსი (45), მარინი (58)
ბილბაო - მალიორკა 3:1
1:0 გარსია (16, პენ), 2:0 სანსეტი (24), 2:1 ბუდიმირი (70, პენ), 3:1 ვილიალიბრე (90)
ოსასუნა - ლეგანესი 2:1
1:0 გალიეგო (9), 1:1 ავილესი (50), 2:1 გალიეგო (90+6)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლიგიდანაც მალე გაა....მეინებენ
))
კარვახალი და არნოლდი ეს ორია დღეს დონე მარჯვენა მცველი.დანარჩენი ერთი ხუია ყველა და მაგ ორს არავინ არ მიყიდის ბარსას.ნუ კარვახალი რომც მიყიდონ ბარსაში მისი თამაში მაინც არ გამოვა.ამიტომ სემედუს ყოფნას აიტანს კიდევ გუნდი.აი ალბა კი აუცილებლად შესაცველელია და პიკეს მეწყვილეც მოსაყვანა.დაცვის მარცხენა ფლანგზე(მარცხენა ცენტრალურ მხარესა)კატასტროფა ხდება.ყველა პასზე პირისპირ გადის ყველა
შტეგენი სემედუ პიკე ხიმენესი ალაბა(ალბაში არ აგერიოთ ბავარიას მცველზე მაქვს საუბარი) ბუსკეცი დეიონგი დებრუინი მესი სუარესი მანე.ასეთ გუნდს ვინ გააკეთებს მაგრამ იდეაში ეს გუნდი შეძლებს მაღალ დონეზე დაბრუნებას.მწვრთნელი ტენჰააგი
ანუ 4 ახალი ტრანსფერი ალაბა-ხიმენესი-დებრუინი-მანე.სემედუც შესაცვლელია მაგრამ ზოგადადაც არ არიან მაღალი დონის მარჯვენა მცველები დღეს.ბებერი დარჩება 4 კაცი პიკე-ბუსკეცი-მესი-სუარესი და კი უნდა აიტანონ ეგ 4 კაცი ჯერჯერობით.კი ძაან ძვირი ტრანსფერებია მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გრიზმან-კოუტინიო-დემბელე-რაკიტიჩის და კიდევ სხვების გაშვებას შეიძლება მაგ ფულის მობილიზება.ალბა და პიკეს გარდა მეორე ცენტრალური მცველი უმტიტი იქნება თუ ლენგლე კატასტროფა არიან.ცენტრიც კატასტროფაა და დებრუინის საჭიროება აუცილებელია.ასევე მარცხენა ვინგერიც პრობლემაა და მანე იდელურია ამ ეტაპზე.მწვრთნელზე საუბარიც არაა და რეალური კანდიდატებიდან ტენჰააგი ყველაზე კარგია
ბარსელონას შემადგენლობაზე როგორ უნდა თქვას ვინმემ, რომ ბანდაა ?

ბანდა კი არაა, მესის ავტორიტეტისა და შესაძლებლობების გაფეტიშება ხდება კლუბში ბოლო წლებია. თანდათან არგენტინის ნაკრებს ემსგავსებიან ამ მხრივ.
თანდათან წავიდნენ გუნდიდან ისინი, ვისაც არანაკლები გავლენა ჰქონდათ. კი ბატონო, ყიდულობენ ვარსკვლავებს მაგრამ ისინი "მთავარი ქურუმის" სახელს და ბრწყინვალებას ვერაფერს აკლებენ - პროჟექტორის ნათების ფონზე 100 ვატიანი ნათურა გინდ აგინთია, გინდ არა
ბანდა კი არა, უფრო სექტაა. და ბევრი სექტის რადიკალური აზროვნების პიკი ვიცით რაც ყოფილა - მასიური სუიციდი
++++++++++++++++ ჩემთვის კრისტინაც პერსო ფანებიც სექტანტები არიან , მაგრამ ამ მესის და ბარსას საერთოდ სხვა კატეგორიის სექტა აქვთ შექმნილი , ესე ყველაფრის სხვაზე და რაღაცეებზე დაბრალება და ყველგან მესის გარდა ყველას დამნაშავედ გამოყვანა უკვე ძაან მარაზმში გადასდით
მოკლედ რაა...
აი როგორც მე მიდგება ხოლმე მომენტალურად ჩემი მეზობელი ინას დანახვისას (ქმარშვილიანია), აი ეგრე უშტრიკინდება ასპასს როცა სელტა ბარსელონას ეთამაშება 



თავად განსაჯეთ - 2015 წელს მივიდა ვიგოში. მას შემდეგ "ბალაიდოსზე" ბარსას თამაში არ მოუგია და 8-ჯერ იაგომ გაუტანათ. ერთხელ ნოუ კამპზეც შეაგდო და 2:2 მორჩა. ანუ ყველა იმ მატჩში, სადაც კატალონიელებმა სელტასთან ქულები დაკარგეს, ასპასს გოლი(ები) აქვს გატანილი. მათ შორის 4 გოლი 80-ე წუთის შემდეგ
ამდენ იდიოტში რომ ხარჯავს ბართომეუ ოხრად მაყუთს, ეყიდა ეგ კაცი )) არც ოთუზბირი დაუჯდებოდა, იაგო გრანდს და ტიტულებს ეღირსებოდა (ეკუთვნის), შეცვლაზე მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა (მრავალფუნქციური მოთამაშეა) და რაც მთავარია, ვეღარც ბარსას დააკარგვინებდა ოქროს ქულებს
სომეხია?
ინას ქმარი არ კითხულობდეს მაგ კომენტარს))))
არა მგონია, ქართულად კითხვა იცოდეს ))
რა არი ასეთი ეგ ინა?
ვერ მოგიყვები, უნდა ნახო
მერე მეც ოცნებებში უნდა ვიყო..ჯობია შენ იტანჯებოდე მე პასს
ერთადერთი პრობლემა ყავს გუნდს სახელას - ბართლომეუ.
ვინ წავა ვინ მოვა ამას არ ექნება მნიშვნელობა სანამ ეს ბორდი იქნება
პ.ს ვულოცავ რეალს გაჩემპიონებას
შტეგენა-ალბა-პიკე-ლანგლე-შემტევი მცველი(კიმიხი ან ტრენტი იდეალური იქნებიდა,მაგრამ არ გამოვა
)-დე იონგი-პიანიჩი-?-მესი-სუარესი-მარცხენა ვინგერი,რომელიც უფრო ინსაიდის და ცხრიანის შორის იქნება(აქ ყველაზე იდეალური ვარიანტია მარსიალი(კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ
) ჩემი აზრით,მაგრამ ამას სერიოზულად არავინ მიიღებს
)
ასე რომ ჯიგრებო სანამ მესიზე კაიფს დაიწყებთ კარგად დაფიქრდით რა მოვლენასთან გვაქვს საქმე მინიმუმ ბოლო 12 წლის მანძილზე(წინა 2-3 წელს რომც შევეშვათ).სხვათაშორის იგივე ეხება კრისტინასაც რომელიც მთლად მესის დონე არაა მაგრამ მაგანაც ეპოქა შექმნა
12 კი არა 1 სეზონი რომ ჩაატაროს ვინმემ ეგეთი 200 მილიონს დაადებენ ფასს და ახალ მესით მოიხსენებიენ
ბოლო 12 სეზონში რაც გვარდიოლა დაინიშნა და 10 ნომერი რაც ჩაიცვა ანუ 2008-20 წლებში 165 გადაცემა გააკეთა მარტო ლა ლიგაში,პლუს გაიტანა 409 გოლი ეგეც მხოლოდ ლა ლიგაში.409 გოლი და 165 გადაცემა არასრულ 12 სეზონში(ჯერ არ დასრულებულა ეს სეზონი) მეხუმრებით?
34 გოლი და 14 პასი გამოდის საშუალოდ ლა ლიგის 1 სეზონში.12 სეზონის საშუალო გამოდის 34 გოლი და 14 პასი მხოლოდ ლა ლიგაში
ანუ მესის შედეგი რომ გაიმეოროს ვინმემ 12 სეზონის მანძილზე სტაბილურად უნდა გაიტანოს ყველა სეზონში 34 გოლი და გააკეთოს 14 გადაცემა
33 წლის კაცს ლა ლიგის ამ სეზონში 27 თამაშში 17 პასი აქვს გაკეთებული რაღა არის სალაპარაკო.მაგის გარეშე გუნდი შეტევას ვერ იწყებს გოლის გატანაზე საუბარიც არაა
ერთადერთი ვინც მესის და ბარსას დონეს ამ გუნდში აკმაყოფილებს არის შტეგენი.ეგ ორი კაცი მეცოდება მარტო სხვას მო..ნია პატრონი ყველას
იმედია ესპანიოლი გავარდება,რეალის ნაშები თუ მოშორდებიან ლა ლიგას და კაიხანი თუ არც დაბრუნდებიან მაგაზე კარგი არაფერი არ იქნება ამ სეზონში
მარტო ხავი-ინიესტა დააკლდა მესის?გუნდში აღარაა პუიოლი,ალვეში,გვარდიოლა და თუნდაც პიკე-ბუსკეციც აღარ არიან ისეთები როგორებიც ადრე იყვნენ.წარმოუდგენელი ბანდის თრევა უწევს მესის და ვინც მაგას ვერ ხედავს იმას ან ძაან ძულს მესი ან აზრზე არაა ფეხბურთის
პლუს თვითონ მესიც აღარაა ისეთი როგორიც თუნდაც 5 წლის წინ იყო.33 წლისაა უკვე და პატარა ბიჭი აღარაა.მესი რასაც აკეთებს ბარსასთვის არავის არასდროს არ გაუკეთებია მარტო ბარსასთვის კი არა ზოგადად არცერთი გუნდისთვის
დდს უდღნავს გუნდს თავისი ინდივიდუალიზმით
მწვრთნელი ჭირდება კარგი რომელიც გუნდურ თამაშს დაამკვიდრებს ბარსაში და მარტო მესის ინდივიდუალიზმზე არ იქნებიან დამოკიდებული
სანამ კრისტინას ფანები გამოხტებით ცოტათი მაინც გაერკვიეთ ფეხბურთში.ბარსელონა დღეს არის ბანდა რომელსაც ერთი კაცი ათრევს რაც შეუძლია.მესის ნაცვლად კრისტინა რომ ჩააგდო ამ ბარსელონაში ოთხეულში ვერ შევლენ ლა ლიგაში
უნაი ბენზაუკა თუ ბენზაკუა
გაიხსენეთ მესისტებო და გულს დაიწყნარებთ
ააჭრელეს ინტერნეტი მოკლედ თურმე ვერ აჩერებს ლეგანესი 



როდემდე ????
არავინ არსად არ დაკარგულა,მესიმ სულ რომ არაფერი აღარ გააკეთოს ფეხბურთში მაინც მესი დარჩება სულ.სანამ ბართომეუა ბარსელონაში არც მაქვს არაფრის იმედი,ასე რომ 1 სეზონი გაძლება მოგვიწევს კიდევ ბარსას ქომაგებს.რაც შეეხება 7-8 წლიან ჩავარდნას ეგ გამორიცხულია.ბართომეუ როგორც დატოვებს პოსტს(გაისად ზაფხულზეა არჩევნები)ეშველება ბარსას.ლა ლიგა კი იმდენჯერ მოიგო ბარსამ მესის ეპოქაში დიდ ტრაგედიას ამ სეზონის წაგებით ვერ ვხედავ და ასეთი ფეხბურთის მოთამაშე ბარსელონამ არც მინდა ლა ლიგა რომ მოიგოს იმიტომ რომ არაფერი არ შეიცვლება კლუბში და ისევ ასეთ თამაშს გააგრძელებენ სეტიენით და სარაბიათი.ჩემთვის თამაშის ხარისხი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ლა ლიგის ტიტული.ბოლოს კი მაინც ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ რეალი პაუზის შემდეგ უკეთეს ფორმაში დაბრუნდა ჯერ მაინც არაფერი არ აქვს გარანტირებული.7 თამაშში 1 თამაში ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება წააგოს
ოო "მეფის" "ფანობა" დაიკარგა დდ ისე მინდა გითხრათ რომ თქვენ ახლა თვალს ადევნებთ ბარსელონას დაღმავლობის 7-8 წლიანი პერიოდის დაწყებას.
რაც ხავი ინიესტა ჩამოიშალა,მაგის მერე სულ რეგრესში არიან
ხავი-ინიესტა ნებისმიერ კლუბს დააკლებოდა და არაა გასაკვირი ბარსასაც რომ დააკლდნენ.იგივე იქნებოდა მესი რომ წასულიყო მაგათზე ადრე,მესის გარეშე ხავი-ინიესტასაც გაუჭირდებოდა თან გაცილებით მეტად გაუჭირდებოდათ ხავი-ინიესტას მესის გარეშე ვიდრე მესის უჭირს ახლა ხავი-ინიესტას გარეშე.ყველაფრის გაკეთება მესის უწევს,ერთი ნორმალური შეტევაში ბურთის ამტანი ნახევარმცველი არაა გუნდში და ეგ მარტო ხავი-ინიესტას დანაკლისის ბრალი არაა.ის რაც ბარსელონას ჭირს არის ერთი კაცის ბრალი რომელიც ბარსას პრეზიდენტის სავარძელში ზის ახლა.ვალვერდე-სეტიენი და ჭიჭვეიშვილი არ უნდა ინიშნებოდნენ ბარსას დონის მწვრთნელად.პლუს დაცვა კატასტროფა რაც ხავი-ინიესტას დროს არ ყოფილა
აბა რა ეგონათ, სოფლის გამგებელი რომ ჰყავთ პრეზიდენტად და იმანაც კიდე მეველე დაუნიშნა ტრენერად.