ფეხბურთი

0:38 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გუნდში კონკურენციაა" - სლუცკიმ დავითაშვილის შემცირებულ სათამაშო დროზე ისაუბრა

ყაზანის „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩია ზურიკო დავითაშვილი ვერ ხვდება. ქართველმა ჯერ იყო და „ურალთან“ (2:1), ახლა კი „ლოკომოტივთან“ (0:2) მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა.

„რკინიგზელებთან“ მარცხის შემდეგ ლეონიდ სლუცკის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, დავითაშვილის სასტარტოს მიღმა დატოვების მიზეზი რა იყო:

„რატომ ვერ ხვდება ზურიკო ძირითად შემადგენლობაში? ამის მიზეზი კონკურენციაა, ფლანგებზე ოთხი ფეხბურთელი გვყავს. ბოლო თამაშში კვარაცხელიამ და ბაკაევმა გოლები გაიტანეს და კარგად ითამაშეს. ამიტომ ხდება, რომ სათადარიგო სკამიდან დაწყება უწევს, მაგალითად, როგორც დღეს“, - განაცხადა რუსმა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში კი 21 თამაში, 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114352