ფეხბურთი

0:18 | 28.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ვეცდებით, ადგილზე არ ვიდგეთ და ისტორია არ შევარცხვინოთ“

ისტორიული ტიტულის მოპოვების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პირველი პრესკონფერენცია გამართა.

ჩემპიონობის შესახებ

ბედნიერი ვარ! მართლაც ძალიან ბედნიერი და ახლა უკვე გარკვეულ სიმსუბუქეს ვგრძნობ. შესანიშნავი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. გაორებული გრძნობა მაქვს. ერთი, რომ ბოლომდე არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, მეორე - მესმის, რომ ტიტული ძალიან დიდი მიღწევაა. არჩვეულებრივი სეზონი გამოგვივიდა. ბიჭები ფანტასტიკურად გაირჯნენ. მიხარია, რომ გულშემატკივრებიც ასეთი ბედნიერები არიან.

ვფიქრობ, ადამიანები ჩემზე კარგი წარმოდგენის იყვნენ, როცა კლუბში მოვედი. ამან დრო მოგვცა მომზადებისთვის. ორი-სამი წელიწადი დაგვჭირდა. ქომაგებს, ისევე, როგორც ფეხბურთელებს, ისტორიის შექმნა უნდოდათ. წარსულს არ გვადარებდნენ და გვადროვებდნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა თბილად გექცევიან.

აღსანიშნვია ჩემი თანაშემწეების წვლილიც. მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გაჩემპიონების შემდეგ

ფინალური სასტვენიდან ათ წამში ოჯახს დავურეკე. ვუთხარით, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ვთხოვე ტელეფონი მაგიდაზე დაედოთ და ჩართული დაეტოვებინათ. უამრავი გზავნილი მივიღე მოლოცვებით, უახლოეს დღეებში კიდევ მომიწევს მათი კითხვა, მაგრამ ოჯახის მოლოცვას სულ სხვა ფასი აქვს.

ეჭვებზე „ლივერპულში“ მუშაობისას

ცხადია, დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. სხვა გუნდებსაც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავთ. გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ტრავმების მხრივ. ვიცოდი, რომ სწორად ვმუშაობდით, სტაბილურობამ კი ტიტული მოგვაგებინა.

მუხლჩაუხრელმა შრომამ, ბიჭების თავდადებამ, კლუბის სულისა და მენტალიბის გათავისებამ შედეგი გამოიღო. საბედნიეროდ, მეც ამ შესანიშნავი გუნდის წევრი ვარ.

წარსულის მწვრთნელებთან შედარება და ჯერარდის მიერ შეთავაზებული სტატუის შესახებ

მათ ხომ თავისი სტატუები მაშინ დაუდგეს როცა ჩვენთან აღარ იყვნენ. 30-40 წელიწადს კიდევ მინდა ვიცხოვრო და ცოცხალ კაცს სტატუა არ მჭირდება. მწვრთნელი ვარ. ჩვენ პრემიერლიგა მოვიგეთ. ადამიანები ბედნიერები არიან, მაგრამ არ არის სწორი ჩემი წარსულის კერპებთან შედარება.

არ ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს მუშაობდა ბილ შენკლი გუნდში, მაგრამ მან „ლივერპული“ მეორე ლიგიდან ამოიყვანა და ელიტაში დაამკვიდრა, შემდეგ მისმა თანაშემწემ, ბილ შენკლიმ ყველაფერი მოიგო. კენი დალგლიში წარმატებული ფეხბურთელი იყო და მწვრთნელიც ასეთივე გამოვიდა. ვფიქრობ, შედარებები არასწორია. მე ოთხნახევარი წლის წინათ ჩამოვედი გერმანიიდან. მიყვარს ქალაქი, კლუბი. შედარება ზედმეტია და ამის აუცილებლობაც არ არსებობს.

მომავლის შესახებ

რა იქნება მომავალში? ბოლო 13 თვე განსაკუთრებული იყო. შარშანაც ბევრი ქულები მოვაგროვეთ, მაგრამ ტიტული ვერ მოვიგეთ. ახლა, როცა სტაბილურობა მოვიპოვეთ, გაჩერებას არ ვაპირებთ. უპირველესად ამის თქმის საბაბს ის შესაძლებლობები მაძლევს, რიმლებიც კიდევ ბოლომდე არ ამოგვიწურია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან ყველაფერს მოვიგებთ, მაგრამ გვინდა უკეთესები გავხდეთ. სხვებიც ხომ მოუმატებენ, მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“ დიდებული გუნდია.

სტაბილურობის გაუმჯობესება გართულდება. კარგი იქნება თუ ამ დონეს შევინარჩუნებთ. რადგან წაგებულ მატჩებშიც კი ცუდად არ გამოვიყურებოდით. მნიშვნელოვანია გულშემატკივრების ფაქტორიც. ყოველ ორ კვირაში ჩვენთან მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო წარმოდგენა იმართება. ვიცით, რას ნიშნავს მათთვის ჩვენი გამარჯვებები, ამიტომ, ვეცდებით, ადგილზე არ ვიდგეთ და ისტორია არ შევარცხვინოთ.

0.115324