საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მესამე ტურის ბოლო სამი მატჩი ერთნაირი შედეგით და ანგარიშით დასრულდა - 1:1.
„დინამო ბათუმი“ – „თელავისა“ და „ლოკომოტივი“ – „მერანის“ შემდეგ თითო გოლი „დილასა“ და „სამტრედიას“ ფეხბურთელებმა გაცვალეს.
გორში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ საწყის ნახევარ საათში გატანილ გოლებს დასჯერდნენ. ჯერ იყო და დავით ხურცილავას დაუდევრობით სტუმართა ესპანელმა ლეგიონერმა დიეგო დისიმ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. თუმცა, სულ მალე გორელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად მიკოლა კოვტალიუკმა აქცია. დარჩენილ დროში გუნდების მონდომობეას გამარჯვების გოლი გაეტანათ, შედეგი არ მოჰყოლია.
შედეგად, „დილა“ ისევ დაუმარცხებელია და 5 ქულა აქვს, ხოლო „სამტრედია“ თავს 4 ქულით იწონებს. მესამე ტური ხვალ იმერული დერბით დასრულდება, რომელშიც „ტორპედო“ „ჩიხურას“ უმასპინძლებს.
„დილა“ – „სამტრედია“ 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 დისი (15), 1:1 კოვტალიუკი (27, პენ)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხშირი შემთხვევა რომ მის დრიბლინგს მცველების დაბნევა და ძირს დაყრას იწვევს

:
:საღოლ ოქრიიიიიიიიიი
კობახიძემ მგონი გადაიფიქრა და დნიპროდან წამოსვლა უნდა
დინამოს კარგი კავშირები და მენეჯერი რომ ყავდეს დნიპროდან ლობჟანიძესა და კობახიძეს ინათხოვრებდა, ილურიძე რომ ჩამოიყვანონ მშვენიერი იქნება, ზაფხულში შეიძლება დვალიშვილიც წავიდეს ლეგიადან და მასაც თუ მოიყვანენ გუნდი ევროპის ლიგისთვის მზად იქნება.
დინამო რა დაწუნებულების კლუბია?
მართალი ხარ